რეკომენდაციები

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

1)   საჯომარდო ტურის დაჯავშნამდე აუცილებლად დააკვირდით ტურში არსებულ რეკომენდაციებს, რადგან სეზონის ყველა დროს ყველა მდინარეზე ჯომარდობა არ არის რეკომენდირებული

2)   ტურის დაჯავშნამდე აუცილებლად დაუკავშირდით ტურის მენეჯერს და დააზუსტეთ ამა თუ იმ დღეს / დროს შესაძლებელია თუ არა ჯავშნის განხორციელება

3)   ტურის დაჯავშნის და თანხის გადახდის შემდგომ მომხმარებელს თანხა უკან აღარ დაუბრუნდება. კომპანიასთან შეთანხმებით შესაძლოა მხოლოდ შეიცვალოს ჯომარდობის თარიღი

4)   საიტზე თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და პირადი მონაცემები არის სრულად დაცული და კონფედენციალური

5)   ჯომარდობის დაწყებამდე მომხმარებელი, კომპანია თუ ფიზიკური პირი ვალდებულია ინსტრუქტორი ჩააყენოს საქმის კურსში თუ რომელიმე მონაწილეს აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა

6)   ჯომარდობის დაწყებამდე მონაწილე არ უნდა იმყოფებოდეს ნასვამ მდგომარეობაში ან/და ე.წ. ნაბახუსევზე, რადგან ესეთ დროს შესაძლოა მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს

7)   ჯომარდობის დაწყებამდე ყველა მონაწილე ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს ინსტრუქტაჟს, შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და ამის შემდგომ დაკავდეს სპორტული აქტივობით ჯომარდობით

8)   ინსტრუქტორი იტოვებს ვალდებულებას მონაწილე მოხსნას ან/და საერთოდ შეუწყვიტოს ჯომარდობა ისეთ მონაწილეს, რომელიც ჯომარდობის დროს საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებელს

9)   მონაწილე ვალდებულია კომპანიას მოთხოვოს დეტალური ინფორმაცია მისთვის საინტერესო საჯომარდო მდინარეზე და ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტოს აქტივობის დაგეგმვა

10) ჩვენი კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც ყურადღებით გაეცნობიან ჩვენს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს და არ გაითვალისწინებენ მათ სათანადოდ